“საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
340
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-31
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.777
“საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ.) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს პრეზიდენტი 2000 წლის პირველ აგვისტომდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კომიტეტებთან შესათანხმებლად საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს, რომლის განხილვის შემდეგ დასკვნა შესაბამისი წინადადებებითა და შენიშვნებით გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს 2000 წლის პირველ სექტემბრამდე.“

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 31 მაისი.

№340-IIს

კრებსითი — სრული ვერსია