საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 1 43/ნ
2012 წლის 1 8 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ( სსმ, 119, 23/08/2007 , სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხ ის” მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში “;
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხ ის” მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში “;
გ) ბრძანების 21 პუნქტით დამტკიცებულ „ განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის” მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში “ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე