საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №584
2012 წლის 1 7 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებ აში (სსმ, III ნაწ., 2009 წ., №11, მუხ. 121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლში სიტყვები: ,,სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების“;
ბ) №1 დანართის სათაურში სიტყვები: ,,სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების“;
გ) №5 დანართის სათაურში სიტყვები: ,,სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი