„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
259
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-16
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016932
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25 9

2012 წლის 13 ივლ ისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ. , მუხ. 849 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

1 . მე-4 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი :

„ძ ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.“.

2 . მე -6 მუხლის :

ა ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს .

3 . მე -8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„31 . მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე , მათ შორის, ერთი პირველი , რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით , თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი . მინისტრის მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით , საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ -მინისტრი .“ .

4 . მე -9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი – თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის განვითარებასთან   დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის საინვესტიციო და საექსპორტო კლიმატისა და გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება; საინვესტიციო კვლევების მომზადება; საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებში მონაწილე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად სასწავლო პროგრამებისა და სემინარების შემუშავება და ორგანიზება; განხორციელებული ინვესტიციებისა და საექსპორტო პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისა და პირების საინფორმაციო უზრუნველყოფა; საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო მასშტაბით; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა .“.

5 . მე -11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს , ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, მინისტრის მოადგილის წარდგინებით . მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით , რომელსაც ამტკიცებს მინისტრი .“.

მუხლი 2 . დადგენილება , გარდა პირველი მუხლის პირველი–მე -4 პუნქტებისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

მუხლი 3 . დადგენილების პირველი მუხლის პირველი–მე -4 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისად „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონსა და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების , ასევე „საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ -მინისტრი                           ი . მერაბიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია