საქართველოს მთავრობის
დადგენილება №25 6
2012 წლის 13 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„ თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ. , მუხ . 1070 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე - 6 მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები . “.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ- მინისტრი ი . მერაბიშვილი