საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
6601-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-13
სარეგისტრაციო კოდი
010190020.04.001.016055
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონი ს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge ), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032 ) 136-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ო) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან .

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6601-რს

კრებსითი — სრული ვერსია