საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №01 8
2012 წლის 12 ივ ლ ისი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ დ " ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში შეტანილ იქნ ე ს ცვლილება და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადებამდე ძალაში დარჩეს და გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მეზღვაურის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) ფორმები, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 ნოემბრისა“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. იობიძე