საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 559
2012 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
„ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ4 “ და „კ5 “ ქვეპუნქტები:
„კ4) საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი;
კ5) სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი