„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
557
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-10
სარეგისტრაციო კოდი
120010000.08.002.016546
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №557

2012 წლის 10 ივ ლისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ““საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„რ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„რ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი :

რ.ა) ახორციელე ბს სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას;

რ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროში კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დანერგვასა და შემდგომ მონიტორინგს ;

რ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და მათ გამართულად მუშაობას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია