აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №21
2012 წლის 3 ივლისი
ქ. ბათუმი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის № 40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ “ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად :
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N40 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 19/09/2011 , 190040000.32.057.016061 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს უფროსს ჰყავს 4 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი. მოადგილეებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სააგენტოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ . ვარშალომიძე