საქართველოს მთავრობის
დადგენილება №235
2012 წლის 5 ივლ ისი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (სსმ, 2005 წ ., მუხ. 1066 ) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -8 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ჩ) ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსათვის, მის მიერ წერილობითი თანხმობის მიცემის შემთხვევაში , ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე -ტყის დამზადება -გაცემაში;“.
2. მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ყ ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებს სათბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე -ტყის დამზადება -გაცემაში;“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი