„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016104
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2012 წ ლის 29 ივნისი

დაბა ხულო  

„ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ “ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ “ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის № 21 დადგენილებაში ( სსმ 10.05.2012.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად , ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა : “.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე

კრებსითი — სრული ვერსია