ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2012 წ ლის 29 ივნისი
დაბა ხულო
„ ხულო ს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აპრილის №20 დადგენილებაში ( სსმ, 10.05.2012.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დანართი №1) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. “
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე