„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
534
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-05
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016539
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №534

2012 წლის 5 ივ ლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III , 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს  ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის:

ა) მე-6 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს უგზავნის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს, პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით – თუ შესაბამისი სახელმწიფო ჯილდოსათვის გათვალისწინებულია ერთდროული ფულადი პრემიის გაცემა, ხოლო სიკვდილის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შემთხვევაში – აგრეთვე სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს.“;

ბ) 81 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს;

გ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . 

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია