საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 25-ე მუხლის პირველ პუნქტში რიცხვი „30“ შეიცვალოს რიცხვით „25“.
2. 91-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულებით“.
3. 93-ე მუხლში სიტყვები „15 აპრილიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1 ივლისიდან“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 20 აპრილი.
№251-IIს