„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
146
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-06
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016053
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №146

2012 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

        ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის „21“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს  „22“ ქვეპუნქტი  შემდეგი  რედაქციით:

        „22. მოსამსახურე, რომელმაც რეზერვში ყოფნის პერიოდში  წარმატებით გაიარა კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება თავიდან.“.

2. ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილენიკოლოზ ვაშაკიძე

კრებსითი — სრული ვერსია