საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
244
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-13
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.000.755
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 193-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი საქონლის გადაზიდვამდე მისი რაოდენობის, ხარისხისა და ღირებულების სავალდებულო ინსპექტირებისათვის ექსპორტიორ ქვეყანაში, სახელმწიფოსა და ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტებისა და საქონლის წარუდგენლობა, –

გამოიწვევს საქონლის იმპორტიორის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 6%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს საქონლის მფლობელის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 12%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.

სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფოსა და ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი, გადაზიდვამდე ინსპექტირების ვადების დარღვევა, –

გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 6%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.

იგივე ქმედება, ჩადენილი ერთი და იმავე პირის მიმართ განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 12%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.“.

2. 239-ე მუხლის 29-ე ნაწილი ჩაითვალოს 30-ე ნაწილად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 24 მარტი.

№244–IIს

კრებსითი — სრული ვერსია