„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
232
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-04
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016905
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23 2

2012 წლის 2 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

  „ სს „ საპარტნიორო ფონდის “ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად „სს „ საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამ­ტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ სა­ქართველოს მთავრო­ბის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ( www . matsne . gov . ge , 08/06/2011 , 040030000 . 10 . 003 . 016390 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე - 2 მუხლში :

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 . საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა ­ მი­ნისტრომ უზრუნველყონ:

ა ) სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციათა 100% ფონდის კა ­ პიტალში ინვესტირება;

ბ ) სს „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატო­რის“ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

გ ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

დ ) სს „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,529% (19 904 783 ცალი ჩვეულებრივი აქცია) ფონდის კაპიტალში ინ ­ ვესტირება.“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე - 2 პუნქტის „ა“ , „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გა ­ თვალისწინებული ცვლილებების განხორ­ციელებისთანავე სს „ საპარტ­ნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ , სს „ ელექტრო­ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, სს „საქარ­თველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა “ და სს „თელასის“ აქ­ციო­ნერის ყველა უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა (ამ მუხლის მე - 2 პუნქტის „ა“ , „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ აქციათა მართვის უფლებით გადაცემა), გარდა აქციების გასხვისების, დივიდენდის გა­ნა­წილების, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, გაუქმების, წევრთა არჩევისა და გამოწვევის უფლებამოსილებისა . “.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ - მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                            ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია