„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17.02.631
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2012-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-03
სარეგისტრაციო კოდი
310060000.37.101.016120
„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება № 17.02.631

2012 წლი ს 2 ივლისი

ქ. თბილისი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის № 6-35 გადაწყვეტილების პირველი მუხლის 41  პუნქტისა და 12   მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1 . „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110531010, 06/06/2011 ) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსებით და საბაგირო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მომსახურება განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

3. 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 22. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3  კატეგორიის ავტობუსით – 0,5 ლარი, ხოლო საბაგირო გადაყვანისას – 1,0 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ. უგულავა

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია