„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6501-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-02
სარეგისტრაციო კოდი
010240010.05.001.016832
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) 27-ე მუხლის :

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 და 51  პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  პუნქტი:

„51 . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 19 ივნისი.

№6501- Iს

     

კრებსითი — სრული ვერსია