საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127/ნ
2012 წლის 2 9 ივნისი
ქ. თბილისი
„ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვ ლის №10/ნ ბრძანებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვ ლის №10/ნ ბრძანებ ის ( სსმ III, 0 5 /0 2 /201 0, №14 , მუხ. 165, სარეგისტრაციო კოდი 430.230.000.22.022.014.168) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებასა (შემდგომში – მობილობა) და მის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – შიდა მობილობა) გადასვლის პროცედურას.“;
ბ) მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სტუდენტთა მობილობის ა და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირება .“;
გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესი უნდა დასრულდეს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე 2 დღით ადრე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი