|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება “წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში (ვებგვერდი, 18/05/2012; სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016083) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დადგენილების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს“
|
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება “წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში და დანართის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,5. მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად“.
|
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება “წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში და დანართის მე-4 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდიდან თავისუფლდება წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება.“; ,,მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|