„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2012-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016124
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება № 34

2012 წლის 26 ივნისი

ქ. ბათუმი

„ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ( გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №49, 14.04. 2009წ., გვ: 6-8) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 1- ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის მიერ გასაცემი მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში, თანახმად დანართი 6- სა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 6 - ის ტექსტის დასაწყისიდან (მეორე ხაზი) ამოღებულ იქნეს სიტყვები: „არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 6 - ის ტექსტის მე-9 პუნქტში მითითებული სიტყვები: „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი:“ შეიცვალოს სიტყვებით: „ქალაქ ბათუმის მერი:“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია