„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2012-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016123
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება № 33

2012 წლის 26 ივნისი

ქ . ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის № 25 დადგენილებაში (სსმ, 10.05.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მშენებლობის დამკვეთი (უფლებამონაცვლე) ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების მოვლა-პატრონობა, რაც გულისხმობს გარემოს ზემოქმედების ან/და სხვა გარემოებების შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენა/რეაბილიტაციას, ფერის განახლებას, სადარბაზოებისა და ეზოს დასუფთავებას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია