საქართველოს მთავრობის
დადგენილება №229
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის :
1. მე‑2 მუხლის:
ა) პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 . საქართველოს მოქალაქის 32 -გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან :
ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი;
ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;
გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 55 ლარი;
დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 125 ლარი;
ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი .
2 . საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან :
ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;
ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;
დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 90 ლარი;
ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 105 ლარი .“;
ბ) მე‑5 და მე‑6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5 . საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან :
ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;
ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;
გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 ლარი .
6 . საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან :
ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;
გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;
დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;
ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი .“;
გ) 27‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის:
ა) მომსახურების საფასური 50 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნისას ან კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;
ბ) მომსახურების საფასური 180 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდში;
გ) მომსახურების საფასური 360 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვის შემდეგ;
დ) მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება:
დ.ა) ავადმყოფობის ან მშობიარობის შემთხვევაში, თუ, ექიმის დასკვნით, პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას;
დ.ბ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის ან გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით პირს არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;
დ.გ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას პირი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი დროით;
დ.დ) თუ გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.“;
დ) 38‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შექმნა – მომსახურების საფასური 10 ლარი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.
2. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45‑ე პუნქტი:
„45. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.“.
3. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა ) საქართველოს მოქალაქის 32 -გვერდიანი პასპორტის , საზღვარგარეთ მყოფ პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 205 ლარი;“.
4. 31 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის საფასურები გადაიხდევინება ამ დანართის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;“.
5. მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7 . საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე -80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 170 აშშ დოლარი .“.
6. მე‑4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:
„92. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი.“.
7 . მე -8 მუხლის 102 და 103 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„102 . პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობის პირველად აღების შემთხვევაში პირები , რომლებიც პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებული არიან , როგორც საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები , რომლებსაც არ აქვთ შეჩერებული სტუდენტის სტატუსი , თავისუფლდებიან :
ა ) ამ დანართის მე -2 მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 10 ლარით;
ბ ) ამ დანართის მე -2 მუხლის 35 -ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან .
103 . სტუდენტები , რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით , თავისუფლდებიან :
ა ) ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის (გარდა მე -2 მუხლის მე -13 და 35 -ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისა ) გადახდისაგან 10% -ით;
ბ ) ამ დანართის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით.“.
8 . მე -8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -19 პუნქტი :
„19 . ამ დანართის მე‑2 მუხლის 41‑ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი , რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადება წარუდგინა 2012 წლის 10 მაისის ჩათვლით .“ .
მუხლი 2 . ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე‑2, მე‑3 და მე‑4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე‑2, მე‑3 და მე‑4 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 27 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური