საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონ ის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №2, 10.01.2005, მუხ . 4) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ პ2 “ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესს და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 12 ივნისი.
№6450-რს