„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6437-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
010100000.05.001.016817
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

 „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ( www.matsne.gov.ge ), 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016497) მე -11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                               მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6437-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია