„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
192
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-15
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.04.001.000.741
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 69-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ შეიცვალოს სიტყვებით „სამოსამართლო სწავლების ცენტრში“, ხოლო მე-3 პუნქტში სიტყვები „იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ – სიტყვებით „სამოსამართლო სწავლების ცენტრი“.

2. 871 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ შეიცვალოს სიტყვებით „სამოსამართლო სწავლების ცენტრში“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 7 მარტი.

№192–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია