ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2012 წლის 1 8 ი ვნისი
ქ . ოზურგეთი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ “ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის № 107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად , საკრებულომ :
დაადგინა:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ “ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 დეკემბრის № 107 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე - 3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება :
ა ) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარით ;
ბ ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარით ;
გ ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტით ;
დ ) სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 ლარით ;
ე ) აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში - 1000 ლარი .
ვ ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3000 ლარით ;“
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი