საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
6432-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-21
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016007
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51   მუხლი:

„მუხლი 51

1. პარლამენტში დაწესებულია საქართველოს თავისუფლების ორდენი და პარლამენტის მედალი.

2. საქართველოს თავისუფლების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.

3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურე პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4. საქართველოს თავისუფლების ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.

5. პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით.

6. საქართველოს თავისუფლების ორდენით და პარლამენტის მედლით პირთა დაჯილდოების წესს, სათანადო ფულადი ჯილდოს ოდენობასა და საქართველოს თავისუფლების ორდენის აღწერილობას ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6432-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია