საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6386-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-19
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.016808
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 და მე-12 მუხლებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა , აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან − საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან და სააგენტოსთან შეთანხმებით .

2. ფიზიკური და იურიდიული პირები , რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს , ვალდებული არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სააგენტოს მოთხოვნით , მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ , გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა - ნაგებობანი , რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან / და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას .

3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში , საზღვაო ნავსადგურებსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან − საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან შეთანხმებით .

    მუხლი 12

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ:

ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის , სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად;

ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო მომსახურების გაწევა , ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა. შ.);

გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის;

დ) სპორტული ღონისძიებებისათვის;

ე) სხვა მიზნებისათვის.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ გემი“ არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია .

3. ზომამცირე გემი არის 7 ( შვიდ ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი , რომელიც განკუთვნილია დასვენება - გართობისათვის , ბიზნეს- და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის , მიუხედავად გემის ტიპისა , წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა .“.

2. მე -15 მუხლის „ ა “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს .

3 . 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27

1. საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო , ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები , თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი , რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო , ადმინისტრაციული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობ ებ ით , კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით .

2. საზღვაო ნაოსნობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კანონმდებლობებ ისა, რეგულირდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და მისი ორგანოების მიერ მიღებული რეზოლუციებით.“.

4 . II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გემის რეგისტრაცია“.

5. 28-ე−36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 28

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა ) გემი :

ა . ა ) დიდი გემი − მცურავი საშუალება , რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი ;

ა . ბ ) პატარა გემი − მცურავი საშუალება , რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონაზე ნაკლები , გარდა ზომამცირე გემისა ;

ა . გ ) მშენებარე გემი − მშენებარე მცურავი საშუალება , რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვა რაიმე საშუალებით;

ბ ) მთავარი რეგისტრატორი − სააგენტოს დირექტორი ;

გ ) რეგისტრატორი − პირი , რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება ;

დ ) რეესტრი − საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი , რომელსაც აწარმოებს სააგენტო ;

ე ) გემის რეგისტრაციის შეჩერება − გემის რეგისტრაციის მოწმობის ან დროებითი რეგისტრაციის მოწმობის შეჩერება , რის საფუძველზედაც გემს ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ;

ვ ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა − გემის რეესტრიდან ამოღება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე ;

ზ ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეესტრიდან ამოღება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით ;

თ ) რეგისტრაცია − გემის დროებითი , ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია :

თ . ა ) მუდმივი რეგისტრაცია − გემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია ;

თ . ბ ) ვადიანი რეგისტრაცია − გემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე ;

თ . გ ) დროებითი რეგისტრაცია − გემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში .

    მუხლი 29

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის ( ნაოსნობის) უფლება გემს ენიჭება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან .

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ენიჭება მშენებარე გემს .

3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა .

4. გემის რეესტრში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი , ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე .

5. რეესტრში რეგისტრირდება გემი , რომელიც არის :

ა ) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება ;

ბ ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება ;

გ ) უცხო ქვეყნის გემთმფლობელის საკუთრება , რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;

დ ) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი .

6. საქართველო არ ცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას , გარდა ამ მუხლის მე -8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

7. საქართველო არ ცნობს სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას , თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება რეგისტრაციიდან ან მას არ შეუჩერდება რეგისტრაცია .

8. ბერბოუტ-ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში , თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფოს რეესტრში რეგისტრაცია შეჩერებულია ან ეს გემი არ არის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრირებული .

9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში , საქართველოში მისი და რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ამ გემის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების , შეწყვეტის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ .

10. გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის სათანადო უფლების გარეშე აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

    მუხლი 30

1. გემის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო , რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს .

2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს , ამტკიცებს გემის რეგისტრაციის, რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს .

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე, 6 ( ექვსი ) თვის ვადით , 1 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით .

4. ამ მუხლის მე -3 ნაწილში მითითებული 1- წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ , განსაკუთრებულ შემთხვევაში , გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე , მთავარი რეგისტრატორის თანხმობით , დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს , მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა . დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს , რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია .

    მუხლი 31

1. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს .

2. რეგისტრატორი გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში .

3. მთავარ რეგისტრატორს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია მოახდინოს მხოლოდ შემდეგ პირებზე :

ა ) სააგენტოს თანამშრომელზე − რეგისტრატორზე ;

ბ ) საქართველოს საჯარო მოსამსახურეზე ;

გ ) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირზე ;

დ ) აღიარებულ ორგანიზაციაზე , ამ კოდექსის II 1  თავის შესაბამისად .

    მუხლი 32

1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან , კერძოდ :

ა ) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან ;

ბ ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან ;

გ ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან ;

დ ) მშენებარე გემების წიგნისაგან .

2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში .

3. გემზე საკუთრების უფლება , სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები ( საზღვაო გირავნობა , საზღვაო იპოთეკა და სხვ ა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში . იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია , რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა , რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა ( საზღვაო გირავნობა , საზღვაო იპოთეკა და სხვა ), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით , რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა .

4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს , რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია . გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად .

5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის ( ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება .

6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო .

    მუხლი 33

1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი , რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია .

2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი , რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია .

3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი , რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი .

4. მესაკუთრის მოთხოვნით , მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით , რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით . მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი . გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ , თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას , მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას .

    მუხლი 34

1. რეესტრში რეგისტრირდება გემი , რომელზედაც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II 1   თავის შესაბამისად .

2. პატარა გემი , რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამ ) წელს, არ არის ვალდებული, გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად , თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი .

    მუხლი 35

1. გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით .

2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი , ვადიანი და მუდმივი .

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე .

4. პატარა გემის რეგისტრაცია არის მუდმივი და მისი შეჩერება , შეწყვეტა ან გემის რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში .

5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას .

6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით , რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად , მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა .

7. გემს აქვს სახელი , რომელსაც მას ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით .

    მუხლი 36

1. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია :

ა ) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა ;

ბ ) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა ;

გ ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა , რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის , საერთაშორისო უსაფრთხოების , მართლწესრიგის , მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ;

დ ) ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა .

2. გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია :

ა ) გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში ;

ბ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა ;

გ ) რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა ;

დ ) გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა ;

ე ) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა ;

ვ ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა , რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის , საერთაშორისო უსაფრთხოების , მართლწესრიგის , მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ;

ზ ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა .

3. გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია:

ა ) გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გემის რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნა ;

ბ ) გემის ჩამოწერა ;

გ ) გემის შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისად ცნობა ;

დ ) გემის დაღუპვა;

ე ) ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლა ( ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში );

ვ ) გემის მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა;

ზ ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა .

4. გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა ) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება , მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად ;

ბ ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან ან / და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა ;

გ ) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების , ნაოსნობის უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა;

დ ) გემის სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში დაკავება .

5. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ .

6. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მთავარი რეგისტრატორის ინდივიდუალურ ი სამართლებრივი აქტით .

7. გემის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს, უარი თქვას გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე /რეგისტრაციის შეწყვეტაზე , თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან შესრულდა ნაწილობრივ . სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას , თუ გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები მას არ ჩაჰბარდება .

8. პატარა გემის რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია :

ა ) გემის დაღუპვა ;

ბ ) გემთმფლობელის წერილობითი განცხადება ;

გ ) გემთმფლობელის შეცვლა .“.

6. 38-ე−42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 38

1. გემი სანაოსნოდ დაიშვება , თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უშიშროების, ზღვის გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან / და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II 1  თავის შესაბამისად .

    მუხლი 39

1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები :

ა ) რეგისტრაციის მოწმობა ;

ბ ) გემის ეკიპაჟის განრიგი ;

გ ) გემის ჟურნალი ;

დ ) სამანქანო ჟურნალი ( მექანიკური ძრავის მქონე გემს );

ე ) გემის რადიოსადგურის ჟურნალი ;

ვ ) სანიტარიული ჟურნალი ;

ზ ) გემის სანიტარიული მოწმობა ;

თ ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად ;

ი ) სხვა საბუთები , რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით .

2. გემის , გემის რადიოსადგურის , სანიტარიული და სამანქანო ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით . ამასთანავე , სანიტარიული ჟურნალის წარმოებისა და გაცემის წესს სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით .

3. ამ მუხლში აღნიშნული საბუთების დედნები უნდა ინახებოდეს გემზე . გემზე შეიძლება ინახებოდეს რეგისტრაციის მოწმობის ასლი მანამ , სანამ გემი დედანს არ მიიღებს .

4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა . სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით , რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით .

5. პატარა გემი არ არის ვალდებული, ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი , თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი .

6. საქართველოს გემებს , რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში , ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა , უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობები .

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე .

    მუხლი 40

1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით .

2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე , რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები .

3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით .

4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია , ამ კოდექსის II 1  თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით , ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს , თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს .

5. სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II 1  თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით, გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე , რომელიც ჩართულია სანაპირო ნაოსნობაში , თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება .

    მუხლი 41

საქართველოს ნავსადგურში სხვა ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა , სამგზავრო , სატვირთო მარკის და გემის რადიოსადგურის მოწმობების აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე , რომელთა მხარეც არის საქართველო .

    მუხლი 42

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყანაზე , სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით .“.

7. 43- ე და 44- ე მუხლები ამოღებულ იქნეს .

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის II 1  თავი:

„თავი II 1

საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარება , მათი უფლებამოსილებები , ფუნქციონირების წესები და სტანდარტები

    მუხლი 44 1

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა ) უფლებამოსილების მინიჭება − საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების ( გადაცემის) სათანადო აქტი ;

ბ ) გემი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი ;

გ ) საქართველოს გემი − ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი ;

დ ) გემთმფლობელი − გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი ;

ე ) სატვირთო გემი − გემი , რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და არ არის სამგზავრო გემი ;

ვ ) სამგზავრო გემი − გემი , რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი , გარდა :

ვ . ა ) კაპიტნისა , ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა ;

ვ . ბ ) 1 ( ერთ ) წლამდე ასაკის ბავშვისა ;

ზ ) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიომოწმობა − მოწმობა , რომელიც გათვალისწინებულია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიოწესებით ;

თ ) კლასის მოწმობა − აღიარებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული წესებისა და პროცედურების საფუძველზე მათ მიერვე გაცემული დოკუმენტი , რომელიც ადასტურებს გემის განსაზღვრულ მიზნებთან ან მომსახურებასთან შესაბამისობას ;

ი ) ინსპექტირება და შემოწმება − საქართველოს გემის აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების , საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების , სტანდარტების , რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე ;

კ ) საერთაშორისო ხელშეკრულებები :

კ . ა ) საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ , 1974 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით ;

კ . ბ ) საერთაშორისო კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ , 1966 წ., ცვლილებათა გათვალისწინებით ;

კ . გ ) საერთაშორისო კონვენცია ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ (MAR POL), 1973 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით ;

კ . დ ) საერთაშორისო კონვენცია ხომალდების გაზომვის შესახებ (T ONNAGE 69), 1969 წ., ცვლილებათა გათვალისწინებით ;

კ . ე ) „კ.ა“−„კ.დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების ოქმები , სხვა დაკავშირებული დოკუმენტები და სათანადო კოდექსები, ცვლილებათა გათვალისწინებით ;

კ . ვ ) სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები , რომლებსაც სავალდებულოდ აღიარებს საქართველო და რომლებიც შეეხება საზღვაო უსაფრთხოებას , ნაოსნობის უშიშროებას და ზღვის გარემოს დაცვის საკითხებს;

ლ ) ადგილსამყოფელი − რეგისტრირებული ოფისის ადგილსამყოფელი , ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილი ;

მ ) გემის ოპერატორი − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი , რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი ( ბერბოუტ-ჩარტერერი ), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა , შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა ;

ნ ) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებით − უფლებები , კონტრაქტები ან სხვა, კანონით განსაზღვრული ან ფაქტობრივი საშუალებები , რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებს პირს შესაძლებლობას , გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;

ო ) წესები და პროცედურები − აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის , კონსტრუქციის , აღჭურვილობის , მოვლა - შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები ;

პ ) მინისტრი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ;

ჟ ) ორგანიზაცია − იურიდიული პირი , კერძოდ, საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება , მისი ფილიალი, მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პირი , რომლებიც ერთობლივად ან ცალ - ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას , რომელიც ამ კოდექსის მოქმედების სფეროში ექცევა ;

რ ) გემების შემმოწმებელი − პირი , რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად ;

ს ) აღიარებული ორგანიზაცია − ამ კოდექსის თანახმად აღიარებული ორგანიზაცია ;

ტ ) სავალდებულო მოწმობა − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა ;

უ ) IMO- ს A.847 (20) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1997 წლის 27 ნოემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დოკუმენტების იმპლემენტაციისათვის დროშის სახელმწიფოს დასახმარებლად შემუშავებული სახელმძღვანელოს შესახებ , დანართისა და დამატება 1- ის ჩათვლით ;

ფ ) IMO- ს A.739 (18) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1993 წლის 4 ნოემბრის რეზოლუცია ადმინისტრაციის სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების მისანიჭებლად სახელმძღვანელოს შესახებ ;

ქ ) M SC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1995 წლის 9 ოქტომბრის ცირკულარები ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ ;

ღ ) გადამცემი ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია , რომლის კლასიც ჰქონდა გემს;

ყ ) მიმღები ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია , რომლის კლასიც ექნება გემს .

    მუხლი 44 2

1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებისას .

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთან წინასწარი კონსულტაციები გაიაროს იმის თაობაზე , თუ რა უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი .

3. კონსულტაციების შედეგად ორგანიზაციასთან სააგენტოს შეთანხმება წერილობით ფორმდება. ეს შეთანხმება უნდა უ პასუხებდეს ამ კოდექსის 44 15   მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის თაობაზე , რომ საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებით მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით .

4. სააგენტო უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს საქართველოს გემების ინსპექტირების , შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე სავალდებულო ინსტრუქციები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და IMO- ს A.847 (20) რეზოლუციის დანართისა და დამატება 1-ის შესაბამისად .

5. სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად .

6. საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისგან , თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა , რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი , ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით .

7. სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან .

    მუხლი 44 3

1. სააგენტოს უფლება აქვს, გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება , რათა მან განახორციელოს შემდეგი ქმედებები : ინსპექტირება და შემოწმება , სატვირთო მარკის მონიშვნა , ტევადობის გაზომვა , გემის მშენებლობისა და შეკეთების მონიტორინგი , საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისი მოწმობის გაცემა და განახლება , საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ მოწმობის გაცემა და განახლება , ამ კოდექსის 44 12  მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა .

2. სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას , რომლებშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან , მიუხედავად იმისა , ისინი მუდმივია თუ დროებითი , აგრეთვე ასეთ მოწმობებში შეტანილ ყველა ცვლილებას .

3. სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე , კერძო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ , აქვს სათანადო პრაქტიკა და ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, შეიძლება მიენიჭოს რადიოსაკომუნიკაციო უსაფრთხოების დამოუკიდებლად შეფასების უფლებამოსილება .

4. ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების მისაღებად კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს . კერძო ორგანიზაციის აღიარება და მისთვის მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე .

5. სააგენტოს უფლება აქვს, გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება , რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის მიერ შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად ფასდება .

    მუხლი 44 4

სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულება , დააფუძნოს საქართველოში წარმომადგენლობა .

    მუხლი 44 5  

1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი . ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC/ Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარების მოთხოვნებს . სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი , მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას .

2. საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას , რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს , უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი . წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს . წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას , რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას .

3. სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს .

4. ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით .

5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ .

    მუხლი 44 6

1. საქართველო უფლებამოსილია სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან , თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს დააკისრებს პასუხისმგებლობას , მათ შორის, დაზარალებული მხარეებისათვის კომპენსაციის გადახდას ზიანისათვის , რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ინციდენტისგან , რომელიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან ანდა პირად ზიანთან ან სიკვდილთან და გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ან მისი ორგანოს , თანამშრომლის , აგენტის ან ამ ორგანიზაციის სახელით მოქმედი სხვა პირის ბრალეული ქმედებით .

2. სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე .

    მუხლი 44 7

1. თუ სააგენტო მიიჩნევს , რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ამ კოდექსის 44 3  მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები , სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ . სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ასეთ ორგანიზაციას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე .

2. თუ ორგანიზაციის აღიარებას ა უქმებს ან აჩერებს ევროკომისია , ეს ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან მას დროებით უჩერდება უფლება , განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ .

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ორგანიზაციის უფლებამოსილება შეჩერდება ან გაუქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილებით , რომელიც საჯაროდ ქვეყნდება .

4. სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებით .

5. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას , ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს გემისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება .

 6. ამ მუხლის პირველი − მე -5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე , რომლებიც გაცემულია ორგანიზაციის აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე .

    მუხლი 44 8

1. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ .

2. ორგანიზაციის უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით, საჯაროდ ქვეყნდება .

    მუხლი 44 9

1. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგი , რათა დარწმუნდეს , რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ ამ კოდექსის 44 3  მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს .

2. სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა .

3. ამ კოდექსის 445  მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები .

    მუხლი 44 10

1. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ინსპექტორს შეფასების , კონტროლის ან ამ კოდექსის 44 9  მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად .

2. გემის ინსპექტორს მინიჭებული აქვს უფლება, უფლებამოსილების განხორციელებისას მარტო ან იმ პირის თანხლებით , რომლის დასწრებასაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით , რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს :

ა ) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე , მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია , როგორც ნავსადგურში , ისე ნაოსნობის დროს , გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი, რომელიც შემოწმებისას აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება ;

 ბ ) შევიდეს , გააკონტროლოს , შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება , გარდა კერძო საკუთრებისა , თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი არის შესაფასებელი აღიარებული ორგანიზაციის ქონება ან მას ეს აღიარებული ორგანიზაცია იყენებს თავისი საქმიანობის მიზნებისათვის ;

გ ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით არსებულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები , წიგნები და დოკუმენტები , რომლებიც ინახება ამ ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს გემზე , ან ამავე ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას ( გარდა კერძო საკუთრებისა ), თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს , რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან , რომლისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება . გემის ინსპექტორს უფლება აქვს, გადაიღოს აღნიშნული ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები , თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს , რომ ეს ინფორმაცია ან ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით , რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან .

3. ამ მუხლის მე -2 ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გემის ოპერატორი , კაპიტანი ან სხვა მეზღვაური, ანდა აღიარებული ორგანიზაცია ან პირი , რომელიც პასუხისმგებელია იმავე ნაწილის „ ბ “ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე , გარდა კერძო საკუთრებისა , ვალდებული არიან უზრუნველყონ გემის ინსპექტორი დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით , რომლებიც საჭიროა ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

    მუხლი 44 11

1. საქართველოს ყველა გემი , რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები , უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი .

2. აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა , უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი , რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი , მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა .

3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე .

 

    მუხლი 44 12

საქართველოს გემები უნდა აშენდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ელექტრომექანიზმების, სამანქანო და საკონტროლო მექანიზმების დამონტაჟების მოთხოვნების თანახმად და უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს .

    მუხლი 44 13

1. აღიარებული ორგანიზაცია თანამშრომლობს სააგენტოსთან და გემების ინსპექტორებთან , რათა ხელი შეუწყოს მისი კლასისთვის მიკუთვნებულ გემებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას .

2. აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის ყველა არსებით ინფორმაციას საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების , გადაცემის , შეცვლის , შეჩერების ან გაუქმების შესახებ .

3. აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების , გადაცემის , შეცვლის , შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციას , გეგმური შემოწმების , რეკომენდაციების , გემისთვის გაცემული კლასის პირობებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი, მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემების ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით .

4. აღიარებულ ორგანიზაციას , რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 44 5   მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილებით , ეკრძალება საქართველოს გემზე მოწმობის გაცემა , თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იგი კლასის ცვლილების პროცესშია, მანამ , სანამ სააგენტო არ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, აუცილებელია თუ არა სრული ინსპექტირების ჩატარება .

5. ამ მუხლის მე -4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული მოწმობა ბათილია .

6. საქართველოს გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში :

ა ) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმური შემოწმების , რეკომენდაციისა და გემისთვის გაცემული კლასის პირობების , ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ ;

ბ ) გადაცემის დროს გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები ;

გ ) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს, გასცეს მოწმობები გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად , ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ ;

დ ) გემისთვის სათანადო მოწმობის გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ , განთავსების ადგილისა და ღონისძიებების დაზუსტების მიზნით , რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმური შემოწმებისთვის , რეკომენდაციისთვის და კლასის მინიჭების პირობისთვის .

    მუხლი 44 14

1. სააგენტოს დირექტორი ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის დასარეგულირებლად უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში .

2. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები .

    მუხლი 44 15

წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო , ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი . ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO- ს A.739 (18) რეზოლუციის მე -2 დანართის , M SC/Circ. 710 და MEP C/Circ. 307 ცირკულარებით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს .

    მუხლი 44 16  

1. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების , მათ შორის, პატარა და ზომამცირე გემების , ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია , რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი . საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს .

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკური ზედამხედველობის ს ააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას.

3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი .

4. აკრედიტაციის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო თავისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს / ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს , რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას .

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს .“.

9. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

    „მუხლი 58

სამხედრო საფრთხის , სამხედრო მოქმედების , აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია, გარემოებათა გათვალისწინებით , ისე, რომ ზიანი არ მიადგეთ გემის ბორტზე მყოფ ადამიანებს , განახორციელოს საერთაშორისო სამართლით ნებადართული ყველა ღონისძიება , რათა არ დაუშვას გემის ბორტზე მყოფი ადამიანების , არსებული საბუთების , ტვირთისა და სხვა ქონების თავდამსხმელთა მიერ ხელში ჩაგდება .“.

10. 78- ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. საქართველოს საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე წარუდგინონ სააგენტოს სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია.“.

11. 79 1  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

    „მუხლი 79 1

საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო .“.

12. 82- ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ 1. ყველა გემი ( განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი თანხმობა .“.

13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 1   მუხლი:

    „მუხლი 83 1

1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად .

2. საზღვაო სარჩელი გამომდინარეობს გემის საკუთრებიდან და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან , რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის , მართვის , ექსპლუატაციის , კომერციული გამოყენების , იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას .

3. გემის დაპატიმრებასა და გათავისუფლებას ა ხდენს მხოლოდ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად .

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება და მისთვის სასჯელის დაკისრება შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით .“.

14. 86 1   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

    „მუხლი 86 1  

1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით , რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი .

2. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე , რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით , 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება და ასეთი გემის კაპიტნად მუშაობის მინიმუმ 12 თვის სტაჟი .

3. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია :

ა ) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება ;

ბ ) გემის ( მათ შორის , თევზსაჭერი გემის ) ( განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა ) საზღვაო ნავსადგურში შესვლის /საზღვაო ნავსადგურიდან გასვლის გაფორმება თავის მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად ;

გ ) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემების მიერ ( განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ;

დ ) შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობის მიცემა ;

ე ) ნავსადგურის აკვატორიაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად საძიებო - სამაშველო ოპერაციების , აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია ;

ვ ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების კონტროლი .

4. სააგენტოს თავისი ფუნქციების შესრულებისას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად :

ა ) დააკავოს გემი ან/და ტვირთი ;

ბ ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები , მეზღვაურთა სერტიფიკატები , აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები ;

გ ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე ;

დ ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით , „ ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ “ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე , კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე .

5. თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ კოდექსითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბუთებს , გემთმფლობელის ხარჯზე , ტექნიკური ზედამხედველობის წესით , აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა , მგზავრთტევადობა , წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემების შემოწმებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად .“.

15. 196 -ე მუხლის მე -3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 42- ე მუხლის გათვალისწინებით .“.

16. 265 -ე მუხლის მე -2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გემის აბანდონი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კოდექსის 42- ე მუხლის შესაბამისად .“.

17 . კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIV 1  და XXIV 2 თავები :

„თავი XXIV 1

მეზღვაურის სამუშაო ფორმები

    მუხლი 374 1

საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე მეზღვაურები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა . სამუშაო ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შრომის პირობებს და უნდა ჰქონდეს სიმბოლიკა , რომელიც განასხვავებს მეზღვაურთა კომპეტენციის დონეებს .

    მუხლი 374 2

1. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა .

2. სააგენტოს იმ თანამშრომელთა სიას , რომლებიც ვალდებული არიან ატარონ სამუშაო ფორმა, განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით .

    მუხლი 3743

ამ კოდექსის 3741  და 374 2   მუხლებში აღნიშნული სამუშაო ფორმების ძირითად მახასიათებლებს განსაზღვრავს სააგენტო .

თავი XX IV2

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 374 4

1. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1  თავის ამოქმედებამდე, იგი ჩაითვლება ამავე კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ , თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად .

2. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II 1  თავის ამოქმედებამდე და მისი გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად , ამ მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით .“.  

18. საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი

საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები

1. გემი – ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება .

2. ბარჟა – მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება , რომელიც ბუქსირით მოძრაობს ( კარჭაპი) .

3. ბუქსირი ( ბუქსირმზიდი ) – საბაგირე გემი .

4. საბუქსირე – გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირის ( ბუქსირმზიდის) მეშვეობით დაცურავს ( მოძრაობს ).

5. კრუიზი – საზღვაო მოგზაურობა .

6. ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა .

7. დაფრახტვა – გემის გარკვეული ვადით დაქირავება .

8. დამფრახტავი – გემის დამქირავებელი .

9. გამფრახტავი – გემის გამქირავებელი .

10. ჩარტერი – გემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის დაფრახტვის შესახებ .

11. ბერბოუტ - ჩარტერი – გემის უეკიპაჟოდ დაქირავება .

12. ტაიმ - ჩარტერი – გემის ეკიპაჟით დაქირავება გარკვეული დროით .

13. სარეისო ჩარტერი − დაფრახტვა გემით განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის წინასწარ შეთანხმებულ ნავსადგურებს შორის გადაზიდვის მიზნით.

14. გემის იპოთეკა – გემის იპოთეკით დატვირთვა ამ კოდექსის შესაბამისად .

15. ოპერატორი :

ა ) თანამდებობის პირი , რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას ;

ბ ) ბერბოუტ - ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა .

16. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორი – პირი , რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი , რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია . სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი , რომელიც , ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად , გადამზიდველია .

17. სტალიური დრო – ზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო , რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა .

18. კონტრსტალიური დრო – დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ .

19. დისპაჩი – პრემია , რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის .

20. დემერეჯი – შეთანხმებული თანხის ოდენობა , რომელსაც ჩარტერერი უხდის გემთმფლობელს გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით .

21. დისპაში – ავარიის შემთხვევაში იმ ზარალის გაანგარიშება , რომელიც მიადგა ტვირთსა და გემს .

22. ნავსადგურის კაპიტანი – საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი , რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის .

23. სალოცმანო სამსახური – „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი ან / და საწარმოს სტრუქტურული ერთეული , რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით , სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად .

24. ლოცმანი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი , რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან გემის გაცილებას .

25. კონოსამენტი – დოკუმენტი , რომლითაც განისაზღვრება ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი ( საზღვაო ზედნადები ).

26. საორდერო კონოსამენტი – კონოსამენტი , რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის მიმღები და აღნიშნულია მხოლოდ ის პირი , რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი .

27. კაბოტაჟი – სანაპირო ნაოსნობა ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის .

28. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი , რომლითაც ხდება გემთმფლობელსა და ნავსადგურს შორის ანგარიშსწორება .

29. სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემების აზომვა , მათი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა , აგრეთვე ტვირთის რაოდენობის , მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა . შ ..

30. დროშის სახელმწიფო კონტროლი – იმ სახელმწიფოს მიერ ეკიპაჟისა და კომპანიის კონტროლი , რომლის დროშითაც დაცურავს გემი .

31. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი – სახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე .

32. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი – საქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა .

33. საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია , რომლის წესების შესაბამისად და რომლის ზედამხედველობითაც ხორციელდება გემების დაპროექტება , მშენებლობა და ა . შ ..

34. პირდაპირი შერეული გადაზიდვა – ტვირთის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა .

35. პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვა – გაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის დატვირთვის გარეშე საერთაშორისო გადაზიდვა წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით ( მაგალითად , ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებით – ელბითა და დუნაით − და შავი ზღვით ).

36. BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – საერთაშორისო ორგანიზაცია , რომელიც : აერთიანებს გემთმფლობელებს , ბროკერებსა და გემის აგენტებს ; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს , კონოსამენტებს და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს . BIMC O აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ . საზღვაო - კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა .

37. გემის ზღვაოსნობაუნარიანობა – გემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა , რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ცურვა .

38. სათანადო მზრუნველობა – გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა , რომელიც შეიძლება განისაზღვროს , როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე -3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a “, „b“ და „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად .

39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული , უპატრონო , მიგდებული ქონება , კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი , ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები , ნებისმიერი გემი , ქონება , რომელიც გადაიზიდებოდა გემით ან მისი მეშვეობით, და ა . შ ..“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი.

№6386- Iს

კრებსითი — სრული ვერსია