„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6393-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-19
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.016806
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , № 21, 03.08.2009, მუხ. 121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1 “ ქვეპუნქტი:

„ბ1 ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – თავმჯდომარის ბრძანებას ;“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

„11 . სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდის, მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი.

№6393-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია