საქართველოს კანონი
„ თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის :
ა) პირველი პუნქტის :
ა.ა) „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) გაასხვისოს სასტუმრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზედაც გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ქონების მმართველს (შემდგომ − ქონების მმართველი) ;“;
ა.ბ) „ გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ქონების მმართველთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები ;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) ქონების მმართველს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ; “.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. ინვესტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი მას აძლევს 3-თვიან დამატებით ვადას. “.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ქონების მმართველი უზრუნველყოფს ინვესტორისათვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას. “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 5 ივნისი.
№6382- I ს