„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-115
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-19
სარეგისტრაციო კოდი
340090000.22.032.016075
„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2- 115

2012 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის № 2– 157 ბრძანება ში ცვლილების შე ტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ :

მუხლი 1. „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის №2-157 ბრძანებაში (სსმ, 167, 25/11/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების (დანართი №3) წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწმობები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. მოწმობის შევსება შესაძლებელია ელექტრონულად. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და დგება ჩამოწერის აქტი.“,

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ . გოროზია

კრებსითი — სრული ვერსია