"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-11-02
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-29
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.727
"საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ.) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. გარდამავალი დებულებები

1. 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხების 70% მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 30% – სახელმწიფო საგზაო ფონდში.

2. 2001 წლის 31 დეკემბრამდე საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებიდან და საჩივრებიდან სახელმწიფო ბაჟის სახით მიღებული შემოსავლების 70% მიიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტით ამ ორგანოებისათვის დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად, ხოლო 30% მიიმართოს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და  30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“

II. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 27 ნოემბრის №633 ბრძანებულება „საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.“

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 11 თებერვალი.

№143-IIს

კრებსითი — სრული ვერსია