შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №3785
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით დამტკიცებული „ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესის“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) პირმა მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევამდე უარი თქვა აღნიშნ ული მომსახურების მიღებაზე .“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ . ებანოიძე