საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №102
2012 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 მარტის №58 ბრძანების (სსმ III, 19.03.2010, № 30, მუხ. 438) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პირის ნოტარიუსად დანიშვნიდან 2 თვის ვადაში ნოტარიუსი საქართველოს ნოტარიუსთა პალატას წარუდგენს სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი