„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-14
სარეგისტრაციო კოდი
200030000.10.003.016879
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 206

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 278 დადგენილებ აში ( www.matsne. gov.ge, 14.07.2011, 200 0 30000.10.003.016438) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ საგადასახადო შეთანხმების გაფორმე ბ ის წეს ისა და პირობებ ის “ :  

1. მე-2 მუხლი ს:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები :

„ დ) სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომში – სსზ) სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების მიზნით;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, აგრეთვე ამ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და საურავზე, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-9 პუნქტები:

„6. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ ი უნდა იქნეს შესაბამისი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების დაწყებამდე .

7 . მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ ი უნდა იქნეს მიმდინარე საგადასახადო პერიოდის დასრულებამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება წარედგინება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ თარიღამდე არსებულ პერიოდზე, რომელიც დასრულებულია განცხადების შემოტანამდე.

9. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არის კალენდარული წელი , გარდა ქონების გადასახადისა . “.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასავადებელი თანხის გადახდის ვადას , ასევე საგადასახადო ვალდებულების შესრულების 3 წელზე მეტით გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში – შემოთავაზებული წლიური სარგებლის ოდენობას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრულ ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით შესათანხმებელი პერიოდის მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას .“ .

3 . მე- 4 მუხლის მე- 5 პუნქტი ს:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასახდელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი /პერიოდები , გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა;

გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი /პერიოდები , გადასავადებელი თანხის ოდენობა, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადა, წლიური სარგებლის ოდენობა ;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – საგადასახადო შეთანხმების პირობები, მათ შორის, შესამცირებელი გადასახადის სახე , საგადასახადო პერიოდი /პერიოდები შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრული ოდენობა;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასახდელი გადასახადის სახე, შესათანხმებელი პერიოდი, გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა .“.

4 . მე- 6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვად ა ში.

2. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.“.

5 . მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო პერიოდი ს/პერიოდების მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებ ის ოდენობას.“.

6. მე-9 მუხლი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები:

     „მუხლი 91. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სსზ-ის სტატუსის მქონე პირს შეუმცირებს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დეკლარირებ უ ლ საგადასახადო ვალდებულებ ას, ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. საგადასახადო ვალდებულების შემცირებისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

    მუხლი 92. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეს რულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდი ს მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებ ის ოდენობას.

2. გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა მის ი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. “.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ- მინისტრი        ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია