„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
114/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-14
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.016380
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №114/ნ

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ”   საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებაში ( სსმ, 119, 23/08/2007 სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766) შევიდეს ცვლილება და ბრძანების:

ა) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხ ას” დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4 . ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების , საკონსულო დაწესებულებების , მთავრობათაშორისი სა ­ ერ ­ თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).”;

ბ) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხა ს” დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5 . ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების , საკონსულო დაწესებულებების , მთავრობათაშორისი სა ­ ერ ­ თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).”;

გ) 21 პუნქტით დამტკიცებულ „განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიერ სპეციალიზირებულ სკოლებში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას” დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31 . ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისაგან თავისუფლდებიან  საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების , საკონსულო დაწესებულებების , მთავრობათაშორისი სა ­ ერ ­ თაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომელთა შვილები (გარდა იმ თანამშრომლების შვილებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები).”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია