„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2012-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-15
სარეგისტრაციო კოდი
220090000.11.004.016013
„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №3

2012 წლის 1 2 ივნისი

ქ. თბილისი

„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1. ,,ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. სარეალიზაციო ოქროს ზოდებს განეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ოქროს ზოდები , რომლებზეც დატანილია ეროვნული ბანკის ლოგო და/ან წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“ ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე . “.

2. მე-3 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკნოტების / მონეტების , ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკურ ი ფასეულობის სარეალიზაციო ფასს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი .

2. მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:

ა) ნომინალურ ღირებულებას;

ბ) საკომისიო დანამატს . “.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:

„ 2 1 . საკოლექციო ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:

ა) ნომინალურ ღირებულებას;

ბ) მათ დამზადება - მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;

გ) საკომისიო დანამატს . “.

4. მე-3 მუხლის მე- 4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;

ბ) საკომისიო დანამატს . “.

5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება განაცხადი, სადაც მიეთითება შემკვეთი პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, შესაძენი ბანკნოტის/მონეტის ოქროს ზოდების და/ან ნუმიზმატიკური ფასეულობის დასახელება, ნომინალი (არსებობის შემთხვევაში), რაოდენობა.

ა.ბ) ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია ხდება გარიგების დღისათვის დადგენილი ფასის მიხედვით. ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში ფასის გაანგარიშება უნდა მოხდეს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარსა ან ევროში) გარიგების დღისათვის, შესაძენ ნივთზე/ნივთებზე ლარში დადგენილი ფასითა და ლარის მიმართ აშშ დოლარის ან ევროს გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საბჭოს თავმჯდომარე            გ . ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია