„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
95
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016308
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №95

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებული დებულების მე- 3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ5“ და „თ6“ ქვეპუნქტები:

„თ5) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა;

თ6) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია