„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
04
მიმღები ორგანო
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2012-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
300310000.56.068.016008
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სა მინისტრ ო ს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 0 4

2012 წ ლის 12 ივნისი

ქ . თბილისი

,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შე სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების , „ თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტო №138 დადგენილების , „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტო №136 დადგენილების, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №21 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 53, 08/04/2008, 300.310.000.22.024.011.730) დამტკიცებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საბანკო დაწესებულების, მათ შორის „ინტერნეტ ბანკინგის“ მეშეობით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა;“ .

2. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, ბე და სალიცენზიო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

კრებსითი — სრული ვერსია