საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 2000 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების გამიჯვნას რაიონისა და მის შემადგენლობაში შემავალი ქალაქის, დაბის, თემის, სოფლის ბიუჯეტებს შორის რაიონის გამგეობის წარდგინებით განსაზღვრავს რაიონის საკრებულო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“
2. 48-ე მუხლის პირველი აბზაცი და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა უზრუნველყონ:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღება.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 დეკემბერი.
№108-რს