საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
102
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-12-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-31
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „გარდა ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლებზე მიწოდებისა დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლებზე (მათ შორის, სხვა მომხმარებლებზე მისი შემდგომი მიწოდების მიზნით) მიწოდებისა დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით“, ხოლო სიტყვების „60%-ის შესაბამისად გადახდილი დღგ-ის თანხისა“ შემდეგ დაემატოს წინადადება: „ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს მისი ღირებულების ფაქტობრივი ანაზღაურების შემთხვევაში“.

II. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-20 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2000 წლის 1 იანვრამდე გაცემული აქციზური მარკებით მარკირებული თამბაქოს ნაწარმის იმპორტი 2000 წლის 1 თებერვლამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თამბაქოს ნაწარმისათვის ნედლეული („ტრაპზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) 2002 წლის 31 დეკემბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება“.

2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურები) ბუნებრივი აირის იმპორტი 2002 წლის 1 იანვრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 დეკემბერი.

№ 102–რს

კრებსითი — სრული ვერსია