,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.120.016068
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №17

2012 წ ლის 6 ივნისი

ქ. სამტრედია                                                

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, 13, 18. 08 . 2010 ., მუხ . 324) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,, ვ1 ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

   „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, III კატეგორიის გაზსადენისა და IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ, წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.” .

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                     ა . ჯვარშეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია