საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება:
„ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად აგრეთვე გამოიყენება სახელმწიფო პროგრამების მიხედვით სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრივებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ცენტრალურ და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში.“.
2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვები: „(ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციით)“ შეიცვალოს სიტყვებით „(ფუნქციონალური, ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციით)“.
3. 38-ე მუხლში სიტყვები „2000 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2001 წლის 1 იანვრამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 24 დეკემბერი
№89-რს