„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
464
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-06
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016524
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №464

2012 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-20 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 21-ე პუნქტის:

გ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ რ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოებას, აგრეთვე სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელებას;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია