„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-12
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.155.016084
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

                                                                                                                                      

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2012 წლის 5ივლისი

ქ. წალკა


 

„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, 

        წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება “წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი (ვებგვერდი, 18/05/2012; სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016083) №1-ში და მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები, ქვითრის ტიპური ფორმის რეკვიზიტები“.

მუხლი 2
დადგენილებას დაემატოს დანართი №2. ქვითრის ტიპური  ფორმის დამტკიცების შესახებ.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე

კრებსითი — სრული ვერსია