„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
470
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-06
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016127
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 4 70

2012 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005 წ., №136, მუხლი 1515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების   მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „ცენტრის” სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს, ხოლო დირექტორის მოადგილეებს, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო პირებს, – საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. ,,ცენტრის’’ სამხედრო მოსამსახურეებს, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან.

ბ . ახალაია

კრებსითი — სრული ვერსია