განჩინება შპს ,,ბათუმგამწვანების“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2-1141
მიმღები ორგანო
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2012-06-01
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-05
განჩინება შპს ,,ბათუმგამწვანების“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 01 ივნისი                                        

 ქ. ბათუმი

ბათუმი საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

  განიხილა შპს  ,,ბათუმგამწვანების “ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაიხსნა შპს  ,,ბათუმგამწვანების “ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

 2012 წლის 21 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს  ,,ბათუმგამწვანების “ გაკოტრების მმართველმა, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს  ,,ბათუმგამწვანების “ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

 აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია , რომ უნდა დაინიშნოს შპს  ,,ბათუმგამწვანების “ კრედიტორთა კრება .

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, 42-ე, სსკ - ის 284- ე , 285- ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათუმგამწვანების “ (ს/ნ 245442221) კრედიტორთა კრება 2012 წლის 07 ივნისს 1 5:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ბათუმი , ზუბალაშვილის ქ . №30 , მეოთხე სართული , სხდომის დარბაზი №4).

3. კრებაზე განხილულ იქნ ეს შემდეგი საკითხი :

ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება .

4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www. batumi. court.ge .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .

 

მოსამართლე                          ჯ . ბეჟანიძე

კრებსითი — სრული ვერსია